1983 წელს დაფუძნებული Elite Model Look არის მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო სამოდელო კონკურსი.
ის ცნობილია ისეთი სუპერ მოდელების აღმოჩენით, როგორებიც არიან სინდი კროუფორდი, ჯიზელ ბუნდჰენი და ალესანდრა ამბროზიო.
ყოველ წელს 30 ქვეყნიდან ათასობით კანდიდატი მონაწილეობას იღებს ექსტრაორდინალურ კონკურსში, რაც დასაწყისია არა მარტო სამოდელო კარიერის, არამედ მსოფლიო ინდუსტრიაში მოხვედრის.
ძებნა გრძელდება.
Elite Model Look -ის 32-ე მსოფლიო ფინალი იტალიის ქალაქ მილანში გაიმართა. 32 გოგონა და 20 ბიჭი იბრძოდნენ "ტოპ 15"-ეულში მოსახვედრად.
"ტოპ 15"-ის კანდიდატები დასახელდნენ რჩეული აუდიტორიის - ინდუსტრიის წევრების, "ელიტი"-ს წარმომადგენლების და წინა ფინალისტების წინაშე. გამარჯვებულები გახდნენ ანოუკი ჰოლანდიიდან და ტრისტანი საფრანგეთიდან.
პირველად "ელიტი"-ს ისტორიაში, ფინალური შოუ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა "Elite New Wave Party"-ის სახელწოდებით. "ტოპ 15" კონკურსანტმა იტალიური "ვოგი"-ს ფოტო გადაღებებში მიიღო მონაწილეობა. სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ შამპანიურის დაგემოვნებასთან ერთად, ეყურებინათ თუ როგორ იქმნებოდა ფოტოები.
ქვევით იხილეთ 2015 წლის "ტოპ 15" ფინალისტი.